უძილობა ვითარდება, როდესაც ვერ ახერხებთ იმ ძილის მიღებას, რომელიც საჭიროა დასვენებისა და აღდგენისთვის. მისი მიზეზები შეიძლება იყოს სტრესი ან ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები. მკურნალობა მოიცავს თერაპიას, მედიკამენტებს ან ცხოვრების წესის ცვლილებებს.
უძილობა არის ძილის აშლილობის ერთერთი სახეობა.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძილის აშლილობა. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის (APA) თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის მესამედს უძილობის სიმპტომები აქვთ.
უძილობის სიმპტომები
მოსალოდნელი სიმპტომებია:
- ძალიან ადრე გაღვიძება და დაუძლეველი სურვილი, ისევ დაიძინების
- მთელი ღამის განმავლობაში ეჭვის ქვეშ ყოფნა, რომ ვერ მოასწრებთ ძილის მიღებას
- გაწყვეტილი ძილი, რომლის შემდეგაც ვერ გრძნობთ დასვენებას
- ძილის დაწყების პრობლემა
ამასობაში, შეიძლება დაიწყოს სხვა პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ძილის ნაკლებობას, მათ შორის:
- დაღლილობა
- გაღიზიანება და სხვა განწყობის ცვლილებები
- კონცენტრაციის ან საკითხების დამახსოვრებაში პრობლემა.
უძილობის სახეები
მოკლევადიანი უძილობა: მოკლევადიანი ძილის სირთულეები, რომლებიც არ გრძელდება რამდენიმე კვირაზე მეტი.
ქრონიკული უძილობა: უძილობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ძილზე მინიმუმ 3 დღე კვირაში 3 თვის ან მეტი პერიოდის განმავლობაში.
ძილის დაწყების უძილობა: ძილის დაწყების სირთულე, რომელიც შეიძლება იყოს კოფეინის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ან სხვა უძილობის მიზეზებით.
ძილის შენარჩუნების უძილობა: ძილის დროს გაღვიძება ან ძალიან ადრე გაღვიძება. დაკავშირებულია ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან.
ბავშვთა ქცევითი უძილობა: მუდმივი ძილის დაწყების პრობლემა ან საწოლში წასვლის წინააღმდეგობა.

უძილობის მიზეზები და რისკის ფაქტორები
მიზეზები
მოკლევადიანი უძილობის მიზეზები ხშირად არის სტრესი და ტრავმული შემთხვევები
ქრონიკული უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:
- ქრონიკული ტკივილი (მაგ. ართრიტი)
- ფსიქოლოგიური პრობლემები (მაგ. დეპრესია, ნივთიერებებზე დამოკიდებულება)
- ძილის აპნოე და სხვა ძილის აშლილობები
- ჯანმრთელობის პრობლემები (მაგ. დიაბეტი)
რისკის ფაქტორები უძილობა დაკავშირებულია ასაკთან, სქესთან და გენეტიკასთან. უფრო გავრცელებულია:
- მოხუცებში
- ორსულებში
სხვა რისკის ფაქტორები:
- უსიცოცხლო ცხოვრების წესი
- ცვლადი სამუშაო გრაფიკი
- დღის მიკრო ძილი
- კოფეინის მიღება
უძილობა და ორსულობა
ორსულობის დროს უძილობა ხშირია, განსაკუთრებით პირველ და მესამე ტრიმესტრებში. ორსულობასთან დაკავშირებული უძილობა არ ახდენს გავლენას ბავშვის განვითარებაზე. თუმცა, აღდგენითი და ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
მოგვარების გზები მოიცავს:
- დაბალანსებული კვების რეჟიმი
- რეგულარული ძილის გრაფიკის დაცვა
- რელაქსაციის ტექნიკის პრაქტიკა დღის განმავლობაში, რათა შეამსუბუქოს შფოთვა და ხელი შეუწყოს სიმშვიდეს
უძილობა ბავშვებში
ბავშვებსა და მოზარდებში უძილობა ხშირად იგივე მიზეზებით ვითარდება, რაც ზრდასრულებში.
სიმპტომები მოიცავს:
- დღისით ძილიანობა ან აშლილობა
- გაღიზიანება და განწყობის ცვლილებები
- დისციპლინის პრობლემები
- მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემა
მკურნალობის პირველი ნაბიჯი არის მკაცრი ძილის რეჟიმის შექმნა. ასევე, სასარგებლოა:
- დამამშვიდებელი ძილის რიტუალი
- ეკრანზე დროის შემცირება ძილის წინ
- სტრესული ფაქტორების შემცირება ბავშვის ცხოვრებაში
ფსიქოთერაპევტი ან პედიატრი დამატებით რჩევებს გასცემს.
უძილობა ასაკოვან ადამიანებში
2019 წლის კვლევის მიხედვით, ასაკოვანი ადამიანების 75% ახასიათებთ უძილობის სიმფტომები
ამის გამომწვევი მიზეზებია:
- ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ბიოლოგიურ რიტმებში
- პენსიაზე გასვლა, როცა აღარ არსებობს რეგულარული დღის რეჟიმი და სოციალური ურთიერთობები
- სოციალური იზოლაცია, რაც ზრდის დეპრესიის რისკს
- ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ქრონიკული ტკივილები
- დღის ძილი, რომელიც ხელს უშლის ღამით ძილს
დამატებითი დახმარების მისაღებად, შეიძლება მიმართოთ თერაპევტს ან კლინიცისტს.
უძილობის დიაგნოზის დასმა
უძილობის დასადასტურებლად, ექიმი თქვენგან მოითხოვს შემდეგს:
- არსებული ჯანმრთელობის პრობლემები
- ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
- სტრესული ფაქტორები პირად ან პროფესიულ ცხოვრებაში
ექიმმა შეიძლება მოითხოვოს, 2-4 კვირის ხანგრძლივობის ძილის დღიური, სადაც იქნება აღნიშნული:
- საწოლში წასვლის დრო
- ძილის დაწყების დრო
- ღამის განმავლობაში გაღვიძების შემთხვევები
- გამოღვიძების დრო
თუ ძილის სირთულეები კვირაში 3 ღამის განმავლობაში სამი თვის განმავლობაში გრძელდება და ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე თქვენ, სავარაუდოდ, მიიღებთ უძილობის კლინიკურ დიაგნოზს.
უძილობის მკურნალობა
უძილობის მკურნალობის ვარიანტები მოიცავს თერაპიას, მედიკამენტებს, საკვები დანამატებსა და ბუნებრივ საშუალებებს.
მედიკამენტები და დანამატები
თუ თერაპია არ ეხმარება, ექიმი შესაძლოა გასწეროს მედიკამენტები (მაგ. ეზოპიკლონი, ზოლპიდემი). მელატონინი შესაძლოა დაგეხმაროთ ძილის დაწყებაში, თუმცა მისი უსაფრთხოება ხანგრძლივი გამოყენებისთვის დაუზუსტებელია.
სხვა მიდგომები
- ბუნებრივი საშუალებები: ცხელ რძე, მცენარეული ჩაი ან ვალერიანი, ასევე ლავანდა და პიტნა დაეხმარება ძილის დაწყებაში.
- მედიტაცია: ამ მეთოდით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ძილის ხარისხი და შეამციროთ სტრესი.
- აკუპუნქტურა: ტრადიციული ჩინური მეთოდი, რომელიც ეხმარება უძილობის სიმპტომების შემცირებაში.
- ვარჯიში: რეგულარული 30-წუთიანი ვარჯიში ხელს უწყობს ძილის დაწყებას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას.
უძილობის გართულებები
უძილობა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, როგორიცაა:
- ალცჰეიმერი, მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადებები, დიაბეტი, დეპრესია, ასთმა.
ის ასევე ზრდის:
- კონცენრატციის და ყურადღების ნაკლებობას
- ავტოსაგზაო შემთხვევებს
- მეხსიერების პრობლემებს
უძილობის პრევენცია:
- შექმენით დამამშვიდებელი ძილის გარემო.
- ერთი საათით ადრე გამორთეთ ელექტრონული მოწყობილობები.
დასკვნა
უძილობა არის ძილის აშლილობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მისი მიზეზები და რისკები სხვადასხვა ტიპის მიხედვით იცვლება, მაგრამ არსებობს მრავალი მკურნალობის ვარიანტი. მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა გაარკვიოთ მიზეზები და მიიღოთ შესაბამისი დახმარება.