რეგულარულად იმაზე ნაკლები ძილმა, ვიდრე საჭიროა, შეიძლება საფრთხეში ჩააყენოს თქვენი ჯანმრთელობა, ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველდღიურად მიანიჭოთ პრიორიტეტი და დაიცვათ თქვენი ძილის რეჟიმი.

კარგი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. სინამდვილეში, ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაბალანსებული კვება და ფიზიკური ვარჯიში. უმრავლესობას სჭირდება 7-9 საათი ძილი.

აქ არის ხუთი მიზეზი, რატომ უნდა გვეძინოს უფრო მეტი და როგორ ეხმარება იგი ჩვენს სხეულს და გონებას.

1. შეიძლება დაგეხმაროთ წონის შენარჩუნებაში ან კლებაში


დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციით ზრდასრულ ადამიანებს უნდა ეძინკთ 7 ან მეტი საათი ღამით.

2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ვისაც ნაკლები ეძინა (7 საათზე ნაკლები), მათ 41%-ით უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ სიმსუქნის განვითარების. ხოლო, მეტი ძილი არ ზრდიდა რისკს.

ძილის გავლენა წონაზე დაკავშირებულია ჰორმონებთან და ფიზიკური აქტივობებთან. ძილის ნაკლებობა ზრდის შიმშილის ჰორმონის გრელინის დონეს და ამცირებს ჰორმონ ლეპტინის(ლეპტინი არის ჰორმონი, რომელიც გვაგრძნობინებს, რომ არ ვართ მშიერი, როცა საკმარისი ენერგია გვაქვს.) დონეს, რის შედეგადაც შესაძლოა გაიზარდოს შიმშილის გრძნობა და ჭამის სურვილი. 2020 წლის კვლევა ამაზე მიუთითებს, რომ ძილის ნაკლებობის მქონე ადამიანები ჭამენ უფრო მეტ კალორიას და ხშირად არჩევენ უფრო მაღალკალორიულ საკვებს.

2. შეიძლება გაუმჯობესდეს კონცენტრაცია და პროდუქტიულობა


ძილის ნაკლებობა ახდენს უარყოფით გავლენას მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და პროდუქტიულობაზე

2020 წლის კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდნენ გადაღლილი ექიმები, აჩვენა, რომ ექიმები, რომელთაც ჰქონდათ საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი ძილის უკმარისობა, 54%, 96% და 97%-ით უფრო მეტი ალბათობით უშვებდნენ კლინიკურად მნიშვნელოვან შეცდომებს.

ამასთანავე, საკმარის ძილს შეუძლია გააუმჯობესოს აკადემიური შედეგები ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

საბოლოოდ, კარგი ძილი ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის გაუმჯობესებას როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

3. შეიძლება მაქსიმალურად გაიზარდოს სპორტული პერფორმანსი


საკმარისს ძილს შეუძლია გააუმჯობესოს, რეაქციის დრო, კუნთოვანი ძალა, კუნთების გამძლეობა და პრობლემების გადაჭრის უნარები.

ამასთან, ძილის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს დაზიანების რისკი და შეამციროს მოტივაცია ვარჯიშისთვის.

საკმარისი ძილი შეიძლება იყოს ის, რაც გჭირდებათ თქვენი პერფორმანსის ახალ დონეზე გადასაყვანად.

4. შეიძლება გააძლიეროს თქვენი გული


ძილის დაბალმა ხარისხმა და ხანგრძლივობამ შეიძლება გაზარდოს გულის დაავადებების განვითარების რისკი.

19 კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ როცა ადამიანებს სძინავთ 7 საათზე ნაკლები დღეში, 13%-ით იზრდება გულის დაავადებისგან სიკვდილის რისკი.

ამასთან, მოკლე ძილი ზრდის მაღალი არტერიული წნევის რისკს, განსაკუთრებით მათში, ვინც განიცდის ძილის აპნოეს – მდგომარეობას, რომელსაც ახასიათებს ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტა.

5. შეიძლება იმოქმედოს ემოციებზე და სოციალურ ურთიერთობებზე


როდესაც გადაღლილები ვართ, გაგვიჭირდება ემოციური აფეთქებების და სხვა ქცევების მართვა სხვებთან მიმართებაში. გადაღლილობამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს უნარზე, გამოვხატოთ ემპათია და იუმორი. როცა არ გვყოფნის ძილი, შეიძლება გავხდეთ გაღიზიანებულები და მოუთმენლები.

დამატებით, ძილის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ნაკლები ჩართულობა სოციალური აქტივობებში, რადგან მცირდება მოტივაცია და უფრო რთული ხდება დადებითი ემოციების და ურთიერთობის შეგრძნების შექმნა.

თუ შიშთან ან ემოციურ აფეთქებებთან გაქვთ პრობლემა, არ შეგეშინდეთ მეგობართან, ოჯახთან ან ჯანდაცვის პროფესიონალთან კონტაქტის დამყარების, რათა მიიღოთ დახმარება.

დასკვნა

ძილი ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც  სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. ამერიკის გულ-სისხლძარღვთა ასოციაცია ამბობს, რომ ძილი “ცხოვრებისთვის აუცილებელ 8 ფაქტორს” შორისაა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული საჭიროებები აქვს, კვლევები გვირჩევს, რომ ღამით 7-9 საათი ძილი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.