როდესაც სიტყვა მორბენალი გესმის, ალბათ ეგრევე თვალწინ წარმოგიდგება გამხდარი, სუსტი, გრძელი ფეხების მქონე ადამიანი, თუმცა სირბილის სიყვარული სულაც არ განსაღზვრავს იმას, თუ როგორი ტიპის სხეული უნდა გქონდეს.

თავად ამ პროფესიაშიც კი სხვაობებია, მაგალითად მარათონში მორბენალის სხეული, სრულიად გგანსხვავდება სპრინტერისგან. ფიზიკასთან ერთად, განსხვავდება მათი ვარჯიშებიც. ამ ორი პროფესიის გარდა, კიდე მრავალი სახის სპორტია, რაც სირბილს მოითხოვს, ამას ემატება ადამიანები, რომლებიც სიამოვნებისთვის ან წონისკლებისთვის დარბიან და ყველა მათგანს მორბენალს და მათ სხეულს- მორბენალისას ვეძახით. რაც საერთო ჯამში არასწორ წარმოდგენებსა და ასოციაციებს იწვევს.

სირბილის ჩვევაში გადაზრდა, ზოგჯერ მოულოდნელი გზებით, მაგრამ მაინც იქონიებს ზეგავლენას თქვენს სხეულზე- როგორც შიგნიდან, ისე გარედან, თუ რა თქმა უნდა სერიოზულად მიუდგებით.

აქ არის 9 რამ, რასაც სირბილი აკეთებს (უკეთებს) თქვენს სხეულს:

1. გამძლეობა

სირბილი არის კარდიოს საწყისი, ათლეტებიც კი სხვადასხვა სპორტში, მუდმივად დარბიან გამძლეობის, ძალისა და მუდმივი, მხნე ენერგიის გასაუმჯობლესებლად/შესანარჩუნებლად.იმის მიუხედავად, სწრაფად ირბენ თუ ნელა, სირბილი “სტრესავს” გულს, ფილტვებს და ვასკულარულ სისტემას, რის შედეგადაც იზრდება კარდიორესპირატორული სიძლიერე და სიმხნევე.

2. დაავადებების რისკის შემცირება

სირბილი პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს სისხლის წნევაზე, მის ცირკულაციაზე და კველვებმა აჩვენეს, რომ იგი საგრძნობლად ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს.

3. ძვლების გაძლიერება

სირბილი არის მაღალი ზეგავლენის, მაღალი წონის მატარებელი აქტივობა, და კვლევებმა აჩვენეს , რომ ეს პროცესი აძლიერებს თქვენს ძვლებს და ხდის “ჯანსაღს”. ამიტომ, სირბილი კარგი ინვესტიციაა ასაკის მატებისთვის.

4. კალორიები და ჭამა

სირბილი არის მაღალი ინტენსივობის ვარჯიში და წვავს უამრავ კალორიას, რაც შესანიშნავი სიახლეა მათთვის, ვინც წონის დაკლებას ცდილობს. თქვენი სხეული წვავს კალორიებს უფრო მაღალი სიჩქარით ვარჯიშის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში – განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის შემდეგ. თუმცა, როდესაც თქვენი სხეული გადაწურულია, ადვილია ზედმეტი ჭამა. სირბილის შემდეგ დაუყოვნებლივ ცილებითა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მცირე საჭმლის მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი არასაჭირო საკვები

5. ფეხების სიძლიერე

სირბილი მუშაობას აიძულებს კვადრიცეფსებს, ბარძაყებს, დუნდულებს… მუცლის პრესი და მხრებიც ერთვებიან საქმეში, მაგრამ მთავარი სამუშაო მენჯისა და ფეხების დიდ კუნთებზე მოდის.

თუ გზას ხშირად ცვლი, მაგალითად ხან ტრეკზე, ხან ბილიკზე, ხან ასფალტზე დარბიხართ, მუხლებისა და კუნთების დატვირთვაც საგრნმობი იქნება. ეს გიცავს ტრავმისგან და უფრო ბალანსიანად გაძლიერებს სხეულს.და ხანდახან თუ აღმართზეც ირბენთ, საერთოდ სხვა დონეზე გადახვალთ!

6. დაგჭირდება ქროს-ტრენინგი

სირბილი კი კარგი ვარჯიშია, მაგრამ მარტო მაგაზე თუ იქნებით გადართული, სხეულში დისბალანსი შეიძლება გაჩნდეს.

წონებით ვარჯიში მშვენიერი დამატებაა — აძლიერებს ზურგს, მხრებს, ხელებს და აუმჯობესებს პოზას. თანაც, სილუეტიც სხვანაირად ლამაზდება.

ფეხების გაძლიერება შეგიძლია ისეთ ვარჯიშებზე, რომლებიც ერთ ფეხზეა ფოკუსირებული — მაგალითად ბუქნები ცალი ფეხით.

და თუ გინდა რომ ძვლებსა და სახსრებს ცოტა “დასვენების დღეები” მისცეთ, იოგა, ცურვა ან ველოსიპედი მშვენიერი ალტერნატივაა.

7. ძილის დალაგება

კვლევები ამბობენ, რომ მორბენალებს ნაკლები ძილის პრობლემა აქვთ და დღის განმავლობაში ნაკლებად დაღლილები არიან.

მაგრამ, აი პატარა რჩევა: თუ გინდათ რომ ღამე კარგად გეძინოთ, უმჯობესია ზომიერად ირბინოთ, ვიდრე გადამეტებულად.

8. ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ხასიათი

ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ სირბილი დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ხასიათზე. და ეს ყველაფერი გარეთ სირბილისას კიდევ უფრო ძლიერია.

გარეთ სირბილი მშვენიერი მიზეზია, რომ კომპიუტერის ეკრანს გაერიდო. სუფთა ჰაერი კარგია ფილტვებისთვის, ტვინისთვის და სულისთვის. გზის პოვნა და ნაბიჯების კონტროლი ეხმარება ტვინს და სხეულს უკეთესად იმუშაოს ერთად.

დამატებითი ბონუსი: მზის სხივებიდან მიღებული ვიტამინი D სასარგებლოა იმუნიტეტისთვის, თვალებისთვის და ძვლებისთვისაც კი.

9. ტრამვა

არსებობს ტრავმის რისკიც– 2018 წლის კვლევაში მორბენალთა 62.4%-ს ტრავმა ჰქონდა, ხოლო 2020-ში ეს მაჩვენებელი უკვე 30%-თან ახლოს იყო.

ასე რომ, დიახ, სირბილი შეიძლება დამღლელი იყოს სხეულისთვის. ტრავმა შეიძლება მოხდეს უცებ (მაგალითად კოჭის გადაბრუნება) ან განვითარდეს ნელ-ნელა, როგორც სტრესული მოტეხილობა ან წვივის ტკივილი.

სამწუხაროდ, დამწყებები უფრო ხშირად იღებენ ტრავმებს, ვიდრე გამოცდილი მორბენლები.

ამიტომ, სხეულისთვის მოსმენა მნიშვნელოვანია – როცა დაღლილია, დაასვენეთ. ასევე, სწორად გაწელვა და აღდგენა ბევრს ნიშნავს ტრავმის თავიდან ასარიდებლად.

ბოლოს, არ არსებობს მხოლოდ ერთი იდეალური ვარჯიში, რომელიც ყველაფერს მოგიგვარებს, მაგრამ თუ ძლიერი სხეული და ბედნიერება გინდათ — სირბილი თითქმის იდეალურია.

თუ ახლახან იწყებთ, ნელ-ნელა დაიწყეთ. არ იჩქაროთ. მოუსმინეთ თქვენს სხეულს. დაამატეთ ცოტა წონით ვარჯიშები ბალანსისთვის და მიირთვით ჯანსაღად.

საუკეთესო მორბენალის სხეულს შეიძენთ — როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს!