გიფიქრია ოდესმე, რა მოხდება, თუ რამდენიმე ღამე სწორად ვერ დაიძინებ?


ძილის ნაკლებობა მხოლოდ დაღლილობას არ იწვევს – ის რეალურად აზიანებს თქვენს გონებასა და სხეულს. როგორც აღმოჩნდა, 7-9 საათიანი ძილი მხოლოდ რეკომენდაცია კი არა, ჯანმრთელობის ერთ-ერთი საფუძველია.

ცენტრალური ნერვული სისტემა


ცენტრალური ნერვული სისტემა სხეულის მთავარი ინფორმაციული მაგისტრალია. ძილი აუცილებელია მისი სწორი ფუნქციონირებისთვის. ქრონიკულმა უძილობამ შეიძლება შეაფერხოს ინფორმაციის გადაცემა და დამუშავება.


ძილის დროს ტვინში წარმოიქმნება კავშირები ნეირონებს შორის, რაც ტვინს ეხმარება ახალი ინფორმაციის დამახსოვრებაში. ძილის ნაკლებობა ტოვებს ტვინს გადაღლილს, რის გამოც ის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს სათანადოდ, ამის გამო გიჭირს კონცენტრაცია, ახალი ცოდნის ათვისება და შენელებულია რეაქციები, რაც ზრდის თუნდაც ავარიებისა და უბედური შემთხვევების რისკს.


ძილის ნაკლებობა ასევე უარყოფითად მოქმედებს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებზე და ემოციურ მდგომარეობაზე. ამ დროს, შეიძლება უფრო მოუთმენლად იგრძნოთ თავი. ასევე, სუსტდება გადაწყვეტილებების მიღების უნარი და კრეატიულობა.


ხანგრძლივმა უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები და ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებში მანიური ეპიზოდების პროვოცირება.


შესაძლოა განვითარდეს:

  • იმპულსური ქცევა
  • შფოთვა
  • დეპრესია
  • პარანოია
  • სუიციდური აზრები

ასევე, ძილის დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს “მიკრო-ძილი” – როდესაც დღის განმავლობაში უნებურად რამდენიმე წამით იძინებ. ეს შესაძლოა ძალიან სახიფათო იყოს, მაგალითად, მანქანის მართვის ან მძიმე ტექნიკის მუშაობისას, რადგან უბედური შემთხვევის რისკები იზრდება.

„ძილი საუკეთესო მედიტაციაა.“ – დალაი ლამა, ტიბეტის სულიერი ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.

იმუნური სისტემა

ძილის დროს იმუნური სისტემა წარმოქმნის ინფექციასთან მებრძოლ ანტისხეულებსა და ციტოკინებს. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.

ძილის ნაკლებობა ამცირებს ამ ნივთიერებების წარმოქმნას, რაც იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას და ახანგრძლივებს გამოჯანმრთელების პერიოდს. ასევე ზრდის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

სასუნთქი სისტემა

ძილი და სუნთქვა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.. ძილში სუნთქვის დარღვევა, როგორიცაა ობსტრუქციული აპნოე, ამცირებს ძილის ხარისხს და ზრდის ინფექციებისადმი მგრძნობელობას. ასევე აუარესებს უკვე არსებულ სასუნთქ დაავადებებს.

მომნელებელი სისტემა

უძილობა ერთ-ერთ ფაქტორად ითვლება წონის მომატებისა და სიმსუქნის განვითარებაში. ძილი არეგულირებს ჰორმონებს – ლეპტინს და გრელინს, რომლებიც მადას აკონტროლებენ.

ძილის ნაკლებობის დროს ლეპტინის დონე იკლებს, ხოლო გრელინი – მატულობს, რაც ძლიერ შიმშილს იწვევს. ამან შესაძლოა ღამით ჭამა ან გადაჭარბებული კვება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, უძილობა ამცირებს ინსულინის გამოყოფას და ზრდის ინსულინის რეზისტენტობას, რაც იწვევს დიაბეტსა და სიმსუქნეს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ძილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლში შაქრის, წნევისა და ანთების დონეების რეგულირებაში. ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი სხეულის უნარში, განკურნოს და აღადგინოს სისხლძარღვები.

უძილობა ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.

ენდოკრინული სისტემა

ჰორმონების გამოყოფა ძილზეა დამოკიდებული. მაგალითად, ტესტოსტერონის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ 3 საათი უწყვეტი ძილი.

ძილის წყვეტა გავლენას ახდენს ზრდის ჰორმონის გამოყოფაზეც, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. ეს ჰორმონები კუნთების ზრდას და ქსოვილების აღდგენას უწყობენ ხელს.

უძილობის მკურნალობა:

ძილის დეფიციტის ყველაზე ეფექტური მკურნალობაა 7–9 საათიანი ხარისხიანი ძილი. თუ პრობლემები გაგრძელდება, აუცილებელია ექიმის ან ძილის სპეციალისტის ჩართვა.

ძილის ძირითადი დარღვევებია:

  • ობსტრუქციული ძილის აპნოე
  • ნარკოლეპსია
  • მოუსვენარი ფეხების სინდრომი
  • უძილობა
  • ცირკადული რიტმის დარღვევა

ამ დარღვევების დიაგნოსტიკისთვის ექიმმა შეიძლება დანიშნოს ძილის კვლევა. ეს ტრადიციულად ტარდება ძილის ოფიციალურ ცენტრში, მაგრამ არის ვარიანტები ძილის ხარისხის შემოწმება მოხერხდეს სახლშიც.

ხშირად დასმული კითხვები

რა გავლენა შეიძლება იქონიოს უძილობამ?

დროებით უძილობას შეუძლია გაზარდოს თქვენი დაღლილობა და სტრესი. მუდმივი ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • მეხსიერებისა და დასწავლის პრობლემები
  • ემოციური სტრესი
  • სტრესის ჰორმონების გაზრდილი წარმოება
  • გაღიზიანება და სხვა განწყობის ცვლილებები
  • პროდუქტიულობის შემცირება
  • ყურადღების და კონცენტრაციის გაუარესება
  • ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის არსებული სიმპტომების გამწვავება
  • სისხლის წნევის მომატება

რა არის უძილობის გრძელვადიანი შედეგები?

გრძელვადიანი ძილის ნაკლებობამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობასა და მეტაბოლიზმზე. კვლევები აჩვენებს, რომ ხანგრძლივი უძილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სიმსუქნესთან, მეორე ტიპის დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და გარკვეული ტიპის სიმსივნესთანაც კი.

როგორ მოქმედებს უძილობა ტვინზე?

ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური გამოწვევები. კოგნიტური პროცესები ეხება ფიქრის პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია სწავლასთან, მახსოვრობას, დაგეგმვასა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას.

უძილობამ შეიძლება იმოქმედოს:

  • ყურადღება
  • სამუშაო მეხსიერება
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი
  • დასწავლის უნარი

დასკვნა

ძილის ნაკლებობა გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, ემოციურ მდგომარეობასა და კოორდინაციაზე. ის ასუსტებს იმუნურ სისტემას, არღვევს ჰორმონების ბალანსს და ზრდის ქრონიკული დაავადებების რისკს. გამოსავალია 7-9 საათი ძილი ყოველ ღამით და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია ძილის დარღვევების მკურნალობისთვის.